ჩვენ შესახებ

„ნოსტე“ - ხარისხით და გემოთი გამორჩეულ ქათმის ქართულ, ნატურალურ ხორცპროდუქტებს სთავაზობს მომხმარებლებს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მის ბრენდირებულ ორმოცდაათამდე მაღაზიაში - თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მასშტაბით.

„ნოსტე“ ქართულ ბაზარზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მუდმივად მზარდი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებლებს შორის. „ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების განსაკუთრებულ გემოს და  ხარისხს  ფრინველისთვის მიწოდებული საკვები განაპირობებს. ქათმის ძირითად საკვებს სიმინდი და სოიო წარმოადგენს, რაციონში არ ხდება არც ცხოველური და არც ქიმიური მინარევების დამატება. გარდა ქათმის ხორცპროდუქტებისა, კომპანია ახორციელებს საინკუბაციო კვერცხისა და ერთ დღიანი წიწილის ექსპორტს სომხეთსა და აზერბაიჯანში. 

მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებისათვის კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კონტროლის მსოფლიო სისტემა HACCP. სურსათის კონტროლის მექანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირება მომხმარებლისათვის ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქციის მიწოდების გარანტიაა.

„ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების წარმოებას კომპანია „ჯი პი პი“ (GPP) ახორციელებს, რომლის საწარმოებიც ქ. კასპში 25 ჰექტარზეა განლაგებული, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე (სოფლები: ბარნაბიანთკარი, ახალქალაქი, ნოსტე, კავთისხევი). კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ და კომპლექსურ საწარმოებს ფლობს, რომელიც წარმოების სრულ ციკლს ახორციელებს. საწარმოები სრულად აღჭურვილია ავტომატიზებული დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ფრინველის ზრდისთვის საჭირო სუფთა და ჯანსაღ გარემოს. მეურნეობის ინფრასტრუქტურა მოწყობილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების (Roxell, Domak, ESIT, Rieckermann)  თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, შედეგად წარმოების ყველა პროცესი ხორციელდება მოდერნიზებული მეთოდებით. ფრინველის საკვების საამქრო აღჭურვილია თანამედროვე საკვების შესანახი სილოსებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრინველის საკვები მარცვლეულის სისუფთავეს და მისთვის სათანადო ტენიანობის შენარჩუნებას.

„ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების წარმოების სრული ციკლი მოიცავს 5 ძირითად ეტაპს: სადედე გუნდის ზრდა-გამოკვება, საინკუბაციო კვერცხის წარმოება, კვერცხის ინკუბაცია, ბროილერის ქათმის ზრდა-გამოკვება, ნედლი ხორცის წარმოება.

პროდუქციის წარმოება კომპანიამ თავდაპირველად კასპის სოფელ ნოსტეში დაიწყო, 2019 წელს.  შემდგომ სწორედ ამ ადგილს დაუკავშირა მენეჯმენტმა სავაჭრო ნიშნის დასახელება „ნოსტე“. ხოლო, თავად კომპანიის დასახელება „ჯი პი პი“ (GPP - Georgian Poultry Production) ლათინურიდან ითარგმნება როგორც „ფრინველის ხორცის ქართული წარმოება“. „ჯი პი პი“-ს მენეჯმენტის პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებლისათვის ხარისხით და გემოთი გამორჩეული პროდუქციის მიწოდება. კომპანიის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 20 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის მიერ საწარმოებში დასაქმებული პირების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა - რაც ქვეყნის რეგიონულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ხოლო დასაქმებულთა სრული რაოდენობა 250 ადამიანს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებული კადრების ნახევარი ქალბატონები არიან.

ზევით